ბარსელონას რადარზე ფერან ტორესის გარდა კიდევ 4 შემტევი ფეხბურთელია
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.
ასე და ამგვარად, გარდა "მანჩესტერ სიტის" გარემარბ ფერან ტორესისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კიდევ ერთი შემტევის ხელში ჩაგდება უნდათ.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.
როგორც იწერება, "ბარსას" შორტ-ლისტში დანი ოლმო ("ლაიფციგი"), კარიმ ადეიემი ("ლაიფციგი"), ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჩი (ორივე - "ჩელსი") არიან მოხვედრილნი.
აქამდე არსებული ცნობით, "ბლაუგრანამ" ფერან ტორესთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ამჟამად "სიტიში" აქვს.
21 წლის ესპანელი "ქალაქელთა" ღირსებას 2020 წლის ზაფხულიდან იცავს, გუნდს იგი "ვალენსიადან" 28 მილიონ ევროდ შეუერთდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
"ბარსელონაში ზამთარში ახალი თავდამსხმელი მოვა", - კლუბის დირექტორი