ავტორიზაცია

ლამპარდი: "აბრამოვიჩის გარეშე ამჟამინდელ კომფორტულ მდგომარეობაში საერთოდ ვერ აღმოვჩნდებოდი"

ლამპარდი: "აბრამოვიჩის გარეშე ამჟამინდელ კომფორტულ მდგომარეობაში საერთოდ ვერ აღმოვჩნდებოდი"
თარიღი 03 Dec 2021, 15:40

"ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩის შესახებ ისაუბრა.

"მწვრთნელად მუშაობის დროს, მასთან დიდად არ ვკონტაქტობდი, ეს არც მჭირდებოდა. კლუბის მხარდაჭერას ვგრძნობდი. მადლობელი ვარ, რომ მუშაობის საშუალება მომცეს, ხელმძღვანელობის მხარდაჭერას ვგრძნობდი".

"ეს ყოველთვის პირდაპირ არ ხდება, მაგრამ დიახ, "ჩელსიში" მწვრთნელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მფლობელი იღებს. ამას პატივი უნდა სცე".

"აბრამოვიჩს ყოველთვის პატივს ვცემდი. მის გარეშე საერთოდ ვერ აღმოვჩნდებოდი ჩემს ამჟამინდელ კომფორტულ მდგომარეობაში".

"გადაწყვეტილებებს ის იღებს. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდს თუ შევაფასებთ, აბრამოვიჩმა რამდენიმე კარგი გადაწყვეტილება მიიღო", - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, 43 წლის ინგლისელი სპეციალისტი "ჩელსის" 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრამდე წვრთნიდა.