რანგნიკის პირველი განცხადება მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში
რალფ რანგნიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.
"როცა ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ასეთ თანამდებობას გთავაზობს, უარის თქმა არ შეიძლება".
"ცხადია, გუნდის ბოლო მატჩებს ვუყურე, "უოტფორდთან" და "ჩელსისთან" შეხვედრების ჩათვლით, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ დამიკავშირდებოდნენ. "სიტისთან" და "იუნაიტედთან" გამართულ მატჩებსაც მივადევნე თვალყური".
"კარგად ვიცი, თუ რა ხდება პრემიერ ლიგაში. ცხადია, "ემიუს" ფეხბურთელები ნიჭიერები და გამოცდილები არიან. დავალება გუნდისთვის ბალანსის დამატებაში მდგომარეობს. გუშინაც სამი გოლის გატანა დაგვჭირდა მოსაგებად. საშუალოდ მატჩში თითქმის ორ გოლს ვუშვებთ, ეს ძალიან ბევრია".
"გუშინდელი მატჩი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იყო, მაგრამ ეს არ არის ის თამაში, რომელიც მწვრთნელს ყოველდღე სჭირდება. ჩემთვის შემთხვევითობის ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანა და თამაშის კონტროლია მნიშვნელოვანი", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport.
ლაიფციგის ორი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც რანგნიკს მანჩესტერ იუნაიტედში სურს