ლაპორტა: "მესი მართალია, მისთვის ბარსელონაში უფასოდ თამაში არასოდეს მითხოვია"
"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გამოეხმაურა საკუთარ განცხადებას იმის შესახებ, რომ ფორვარდ ლიონელ მესის შეეძლო კლუბში უფასოდ ეთამაშა.
"მინდა განმარტება გავაკეთო. რადიოს ეთერში მკითხეს: "შეეძლო მესის უფასოდ დარჩენა?" მეც არ ვიცოდი, იყო თუ არა ეს შესაძლებელი, მაგრამ ვხვდებოდი, ალბათ შეიძლებოდა. იმ მომენტში ვთქვი: "ნუ შეიძლება".
"მაგრამ მესისთვის უფასოდ თამაში არასოდეს მითხოვია, ამაში მესი მართალია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვიცოდით, რომ სერიოზული წინადადება ჰქონდა".
"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს (უფასოდ თამაში) მისგან უნდა წამოსულიყო და არა ჩემგან. არასოდეს მითქვამს მსგავსი რამ და დაპირისპირება, რომელიც წარმოიშვა, ინფორმაციის დამახინჯების შედეგი იყო", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს AS.
შეგახსენებთ 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბარსადან" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა და "პსჟ"-ში ჩაირიცხა.