კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში რალფ რანგნიკის დანიშვნას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბიდან მაიკლ კერიკის წასვლაზე და რალფ რანგნიკის დანიშვნაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ, 40 წლის ინგლისელი ასრულებდა "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის ვალდებულებებს.
"მაიკლ კერიკი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და შეუძლია შესანიშნავი მწვრთნელი გახდეს. ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია", - წერს 36 წლის პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.
"პირადად მე ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი და ამასთანავე, ჩვენი მწვრთნელი იყო".
"მაგრამ მოვიდა დრო მივესალმოთ ბატონ რალფ რანგნიკს... მოდი დავიწყოთ!", - დასძინა კრიშტიანუმ.