ავტორიზაცია

ლაპორტა: "დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია და გვინდა, რომ ბარსელონაში დარჩეს"

ლაპორტა: "დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია და გვინდა, რომ ბარსელონაში დარჩეს"
თარიღი 03 დეკ 2021, 17:33

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის გარემარბ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

"დემბელესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და დარჩენა უნდა. ჩვენც გვინდა, რომ უსმანი დარჩეს, შესანიშნავი ფეხბურთელია".

"შექმნილი ვითარება აგენტებთან მოლაპარაკებებს მოითხოვს, რომლებსაც ფეხბურთელისთვის საუკეთესო სურთ".

"დემბელეს მიმართ ენთუზიაზმით ვარ აღსავსე. როგორც ფეხბურთელი მბაპეზე უკეთესია", - თქვა ლაპორტამ TV3-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგ შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.