ავტორიზაცია

ბარსელონასთან შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, დემბელეს ორი გრანდი უმიზნებს

ბარსელონასთან შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, დემბელეს ორი გრანდი უმიზნებს
თარიღი 03 დეკ 2021, 18:41

"იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" თავდამსხმელ უსმან დემბელეთი არიან დაინტერესებულები, წერს Football Italia.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, "ემიუს" უკვე დიდი ხანია 24 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება უნდა. მისი ხელში ჩაგდება "ეშმაკუნებმა" 2020 წელსაც სცადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემტევის გარშემო არსებულ სიტუაციას "იუვენტუსიც" აკვირდება.

მოგეხსენებათ, "ბარსელონაში" ადასტურებენ, რომ დემბელესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

უსმანმა მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.