სტივენ ჯერარდი პირველივე თვეში პრემიერ ლიგის საუკეთესოობისთვის იბრძვის

ცნობილი გახდა პრემიერ ლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილი ნომინანტები.
ამ ჯილდოსთვის იბრძოლებენ სტივენ ჯერარდი (ასტონ ვილა - 2 მოგება 2 მატჩში), პეპ გვარდიოლა (მან სიტი, 3 მოგება 3 მატჩში) და იურგენ კლოპი (ლივერპული, 2 მოგება და 1 მარცხი 3 მატჩში).
ცნობისთვის, ჯერარდისთვის ეს პრემიერ ლიგაში პირველი თვე იყო - მან „ასტონ ვილა“ რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა და პირველივე თვეს საუკეთესოობისთვის იბრძვის.
ოქტომბერში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად „ჩელსის" დამრიგებელი თომას ტუხელი დასახელდა.