ავტორიზაცია

ბოატენგი: "კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ლევანდოვსკის, ცენტრიდან მაკრატელა გაეტანა?"

ბოატენგი: "კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ლევანდოვსკის, ცენტრიდან მაკრატელა გაეტანა?"
თარიღი 03 დეკ 2021, 21:29

„ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა, ჯერომ ბოატენგმა, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ისაუბრა.

„თუ ჩვენი მიზანია ავირჩიოთ ზოგადად საუკეთესო ფეხბურთელი, მაშინ ნიჭიდან გამომდინარე ეს ან მესი იქნება, ან რონალდუ, რა თქმა უნდა.

მაგრამ თუ ტიტულებს და სტატისტიკას გავითვალისწინებთ, მაშინ სხვანაირად უნდა შევაფასოთ.

ლევანდოვსკი მეცოდება, იმიტომ რომ მან ოქროს ბურთი ნამდვილად დაიმსახურა. ეს 2013 წელს მახსენებს, როცა არც ფრენკ რიბერის გადასცეს ჯილდო. ძალიან სამწუხაროა, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ლევის? ცენტრიდან მაკრატელა გაეტანა?

ეს ლევანდოვსკის მოტივაციას ნამდვილად არ დაუკარგავს, მაგრამ დიდი იმედგაცრუებაა მისთვის, ეჭვგარეშეა. თუმცა, რამდენადაც მას ვიცნობ, მას ეს მოტივაციას მისცემს. მისი სტატისტიკა ამ სეზონში წარმოუდგენელია.“ - აღნიშნა „ლიონის“ ფეხბურთელმა.