ავტორიზაცია

"ყველა მატჩში საკმარისი მომენტი ექმნება", - პოჩეტინომ მესის დაბალ შედეგიანობაზე ისაუბრა

"ყველა მატჩში საკმარისი მომენტი ექმნება", - პოჩეტინომ მესის დაბალ შედეგიანობაზე ისაუბრა
თარიღი 03 დეკ 2021, 22:37

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ლანსთან“ მატჩის წინ ლეო მესის დაბალ შედეგიანობაზე ისაუბრა.

დეკემბერი დაიწყო, მესის კი ლიგა 1-ში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, რომელიც მან „ნანტის“ კარში ორი ტურის წინ გაიტანა.

„ლეო არის ფეხბურთელი, რომელიც გოლებს ყოველთვის იტანდა. ეს დროის და ეფექტურობის საკითხია.

მას ყველა მატჩში საკმარისი მომენტი აქვს. ადრე თუ გვიან, ბურთი კარში მოხვედრას აუცილებლად დაიწყებს.

ლეო ძალიან დაგვეხმარება, პრინციპში ამას ის უკვე ახლაც აკეთებს.“ - აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.

„სენტ-ეტიენთან“ ბოლოსწინა ტურში მესიმ ასისტების ჰეთ-ტრიკი მიითვალა.