ავტორიზაცია

შანსები იზრდება?! ბარსელონამ დაადასტურა, რომ ბაიერნთან მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

შანსები იზრდება?! ბარსელონამ დაადასტურა, რომ ბაიერნთან მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
თარიღი 03 დეკ 2021, 22:59

„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ „ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩში უმაყურებლოდ გაიმართება.

ეს გერმანიაში დაწესებული კორონავირუსული შეზღუდვებიდან გამომდინარეობს. მიუნხენში ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებლებმა იმატა, რის გამოც გერმანიის ხელისუფლებამ მაყურებლების დაშვების აკრძალვა გადაწყვიტა.

მატჩი მიუნხენში, 8 დეკემბერს 23:55 საათზე გაიმართება. „ბაიერნისთვის“ ეს შეხვედრა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, „ბარსელონას“ კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოგება სჭირდება, ან პარალელურ მატჩში იმის იმედად უნდა იყოს, რომ „ბენფიკა“ შინ „დინამო კიევს“ ვერ მოუგებს.

იგივე კოვიდრეგულაციების გამო, ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩს „დორტმუნდსა“ და „ბაიერნს“ შორის არაუმეტეს 15 ათასი მაყურებლისა დაესწრება.