ავტორიზაცია

ბარსელონას 10-15 წლით კამპ ნოუს სახელწოდების გაყიდვა სურს და თავისი მოთხოვნები დაასახელა

ბარსელონას 10-15 წლით კამპ ნოუს სახელწოდების გაყიდვა სურს და თავისი მოთხოვნები დაასახელა
თარიღი 03 დეკ 2021, 21:03

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის მუშაობის ფინანსურ ასპექტებზე ისაუბრა.

„კამპ ნოუს“ სახელწოდების გაყიდვაზე

„მინიმუმ 5 შემოთავაზება გვაქვს. გვინდა, წელიწადში დაახლოებით 30-40 მილიონი ევრო მივიღოთ. ასეთ კონტრაქტებს როგორც წესი 10-15 წლით აფორმებენ.

სპონსორი

„ამის მოგვარება წლის ბოლომდე ან ახალი წლის დასაწყისშივე გვსურს. Nike-ს ფორმის დასამზადებლად დრო სჭირდება, Rakuten-თან კონტრაქტი კი გვეწურება.

ამ კომპანიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შეგვიძლია თანამშრომლობის გახანგრძლივება, თუმცა არიან სხვებიც, ვინც მეტს გვთავაზობს. ამჟამად, ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - აღნიშნა ლაპორტამ.