ავტორიზაცია

ტუხელი: "ვურჩიე თუ არა რაიმე რანგნიკს?"

ტუხელი: "ვურჩიე თუ არა რაიმე რანგნიკს?"
თარიღი: 03 დეკ 2021, 23:59

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ რალფ რანგნიკის დანიშვნაზე ისაუბრა.

გერმანელ სპეციალისტს ჰკითხეს, ელაპარაკა თუ არა თანამემამულეს და რაიმე რჩევა ხომ არ მიუცია.

„არა, არ მილაპარაკია. რომც მელაპარაკა, მხოლოდ დანიშვნას მივულოცავდი, მაგრამ არაფერს არ ვურჩევდი.

არავის არ სჭირდება რაიმეს რჩევა კონკრეტულად ჩემგან. საკუთარი გუნდის საქმეებს უნდა მიხედო.

ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ. ახლა რალფს დიდ გუნდში და დიდ ლიგაში თავის გამოჩენის შანსი ეძლევა.“ - აღნიშნა ტუხელმა.