"თუ ასე ბევრი იცით, აქ რატომ არ ზიხართ?", - პოჩეტინო მბაპეზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ლანსთან“ მატჩის წინ ჟურნალისტის შეკითხვას მწვავედ უპასუხა.
არგენტინელ სპეციალისტს პარიზული გუნდის შემტევ სტრუქტურაზე ჰკითხეს, რომელიც, ჟურნალისტის აზრით, კილიან მბაპეს ბოლომდე გახსნის საშუალებას არ აძლევს.
„ვერ ვუპასუხებ შეკითხვას, რომელსაც ვერ ვიგებ. შეკითხვის აზრი ვერ დავადგინე.
თუ ფეხბურთის შესახებ ასე ბევრი იცით, აქ რატომ არ ზიხართ? ჩემს წინ ჯდომით რას აკეთებთ?“ - აღნიშნა პოჩეტინომ.
ამის შემდეგ არგენტინელი სკამიდან წამოდგა და პრესკონფერენციიდან წასვლის იმიტაცია გააკეთა, რათა დარბაზში სიტუაცია განემუხტა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა გააგრძელა.