ავტორიზაცია

VIDEO: სეზონი სახლში წაუგებლად - ბათუმის დინამომ და დილამ სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს

თარიღი 04 Dec 2021, 03:44

ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში ბათუმის დინამოსა და გორის დილას მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ირაკლი აზაროვმა პენალტი აიკიდა, პაატა ღუდუშაური წააქცია და ბრაზილიელმა ვანდერსონმა წონასწორობა აღადგინა 56-ე წუთზე, თუმცა 67-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ კვლავ წინ გაიყვანა აჭარლები.

დინამო ბათუმის ეს ანგარიში დიდხანს არ გაგრძელდა და 71-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. გუნდმა მიმდინარე სეზონი საკუთარ მოედანზე წაუგებლად დაასრულა.