ავტორიზაცია

"პირობას ვდებ, ჩვენ ვითამაშებთ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე" - ბათუმის დინამოს პრეზიდენტი

"პირობას ვდებ, ჩვენ ვითამაშებთ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე" - ბათუმის დინამოს პრეზიდენტი
თარიღი 04 დეკ 2021, 11:25

ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მისცა იმის პირობა, რომ მათი საყვარელი გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

ამის შესახებ არჩილ ბერიძემ GOAL.GE-სთან გორის დილასთან(2-2) სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"ეს არის დღე, რომლითაც უბედნიერესი ვარ, ღირდა 3 წლის შრომა ამ შედეგად. ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჯონი ბაკურიძეს, კაცს, რომელმაც ბათუმის დინამოს სიყვარულით 3 წლის წინ დაიწყო ჩემთან ერთად ეს საქმე.

შემდეგ წელს, ძირითადი შემადგენლობის უდიდესი პროცენტი უნდა შენარჩუნდეს, მწვრთნელთან გავივლით ამ საკითხებს. ჩვენი შემდეგი მიზანი რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლაა. პირობას ვდებ, ჩვენ ვითამაშებთ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე," - განაცხადა არჩილ ბერიძემ GOAL.GE-სთან საუბრისას.

ბათუმის დინამო ჩემპიონი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა.