ავტორიზაცია

ლინგარდი ახალ კლუბში ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსით გადავა?!

ლინგარდი ახალ კლუბში ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსით გადავა?!
თარიღი 04 დეკ 2021, 11:46

ცნობილი ფაქტია, რომ "ნიუკასლ იუნაიტედი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ჯესი ლინგარდის შეძენას ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ცდილობს.

The Times-ის ცნობით, იანვარში "კაჭკაჭები" მზად არიან ინგლისელს 4,5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ. ლინგარდი გახდება კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე.

მისი ყოველწლიური ხელფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე 100 ათასი ფუნტი, რომელსაც მიგელ ალმირონი იღებს. ახლა ყველაზე მეტს "ნიუკასლში" სწორედ ის იღებს.

"ნიუკასლმა" უკვე გამართა მოლაპარაკებები ლინგარადის წარმომადგენლებთან. კლუბი მზადაა გადაიხადოს ჯესის სანაცვლოდ ფული, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

28 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.