ფლამარიონ ჯოვინომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
ბათუმის დინამოს 25 წლის თავდამსხმელმა ფლამარიონ ჯოვინომ ქართული პასპორტი მიიღო.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილით სპეციალური განაცხადი შეიტანა და ის 10 დღის წინ დაუკმაყოფილეს.
აჭარული კლუბის ფეხბურთელი ბათუმის დინამოში 2017 წლიდან თამაშობს. იგი აქ მონტენეგროდან ჩამოვიდა.
ფლამარიონ ჯოვინოს მეუღლეც ქართველი ჰყავს. 25 წლის ბრაზილიელი ბათუმის დინამოსთან ერთად ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.