4 ფეხბურთელი, რომელთა ჩართვაც ბარსელონამ ფერანის ტრანსფერში სცადა, მაგრამ სიტიმ უარი თქვა
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტისთან" შემტევი ნახევარმცველის, ფერან ტორესის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, კატალონიური გრანდი 21 წლის ესპანელის ტრანსფერში მცველების, სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლეს ჩართვას ცდილობდა, მაგრამ "ქალაქელებმა" უარი განაცხადეს.
აგრეთვე, "ბარსამ" ინგლისელებს ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო და გარემარბი, უსმან დემბელე შესთავაზა.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "მანჩესტერ სიტი" ფერანის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსას" კი ამხელა თანხა არ აქვს.
მიმდინარე სეზონში ტორესმა ყველა ტურნირზე ერთად "ქალაქელთა" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც მიითვალა.
ბარსელონას რადარზე ფერან ტორესის გარდა კიდევ 4 შემტევი ფეხბურთელია