დი მარია: "ყველა ის ოქროს ბურთიც მესის უნდა მიეღო, რომლებიც სხვა ფეხბურთელებს გადასცეს"
არგენტინის ნაკრებისა და "პსჟ"-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ თანაგუნდელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. იქ მხოლოდ იმისათვის გადავიდოდი, რათა მესისთან ერთად მეთამაშა. როცა წამოვიდა ("პსჟ"-ში), ბედნიერი ვიყავი. მის გვერდით თამაში ჩემი ოცნებაა, ეს რაღაც უნიკალურია".
"ეს ბიჭი შეშლილია. შვიდი "ოქროს ბურთი" სიგიჟეა. მისი კარიერის ნახევარია. და ყველა დანარჩენი "ოქროს ბურთი", რომელიც სხვებმა მიიღეს - რადგანაც მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს გადასცემენ - მესისთვის უნდა მიეცათ".
"მასთან ყველაფერი ბუნებრივად მიდის. მესიმ მოიგო "ოქროს ბურთი", რადგან მსოფლიოში საუკეთესოა", - თქვა დი მარიამ TNT Sports-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მესის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 7-ჯერ აქვს მოგებული, რაც საუკეთესო შედეგია, შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ მოდის - პორტუგალიელი "ოქროს ბურთს" კარიერაში 5-ჯერ დაეუფლა.