მესი რონალდუსთან კონკურენციის შესახებ: "არ მქონია იმის სურვილი, რომ ვინმეზე უკეთესი ვყოფილიყავი"
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მოგეხსენებათ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მე-7 "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა და პორტუგალიელს კიდევ უფრო გაასწრო - კრიშტიანუს აღნიშნული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოგებული.
"ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის მეჯობნა და არ ვუყურებდი იმას, თუ რას აკეთებდნენ სხვები".
"მე და კრიშტიანუ წლების მანძილზე ერთ ლიგაში ვთამაშობდით და კონკურენტები ვიყავით. სასწაული იყო, ეს ზრდასა და კარიერულ განვითარებაში დაგვეხმარა. მაგრამ ერთმანეთს არ ვუყურებდით".
"უბრალოდ წინსვლა მინდოდა, რათა საუკეთესო გავმხდარიყავი, მაგრამ არ მქონია იმის სურვილი, რომ ვინმეზე უკეთესი ვყოფილიყავი", - განაცხადა მესიმ France Football-თან ინტერვიუში.
ლაპორტა: "მესი მართალია, მისთვის ბარსელონაში უფასოდ თამაში არასოდეს მითხოვია"