"რა საოცარი და დაუვიწყარი სერიაა", - რონალდუ თავის ისტორიულ მიღწევას ეხმაურება

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლების გატანაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა აღნიშნული შედეგი პრემიერ ლიგის ეგიდით "არსენალთან" (3:2) მოგებულ მატჩში გაფორმებული დუბლით დააფიქსირა.
"გახარებული ვარ, პირველი ფეხბურთელი გავხდი, ვინც ოფიციალურ მატჩებში 800-ზე მეტი გოლი გაიტანა".
"რა საოცარი და დაუვიწყარი სერიაა... მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს მუდამ გვერდით ყოფნისთვის".
"უკვე 801 გოლი. სერია გრძელდება", - წერს კრიშტიანუ სოციალურ ქსელში.
კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში რალფ რანგნიკის დანიშვნას გამოეხმაურა