ანჩელოტის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო — 3 სუპერვარსკვლავი, რომელთა იმედიც რეალმა უკვე დაკარგა
მადრიდის "რეალში" გუნდის სუპერვარსკვლავებით, ედენ აზარით, გარეტ ბეილითა და ისკო ალარკონით იმედგაცრუებულები არიან.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "სამეფო კლუბში" ზემოთნახსენები ფეხბურთელებისგან სარგებლის მიღების იმედი აღარ აქვთ.
თუ ედენს 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი იცავს, გარეტი და ისკო, დიდი ალბათობით, "რეალს" 2022 წლის ზაფხულში დატოვებენ.
კარლო ანჩელოტი მზად იყო მათ ძველ დონეზე დაბრუნებაში დაეხმაროს, მაგრამ ამ განზრახვას სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია.
კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ფეხბურთელებმა ინიციატივა გამოიჩინონ და შექმნილი სიტუაცია მოაგვარონ, რადგან მათდამი ინტერესს არცერთი კლუბი არ იჩენს.
შედარებით განსხვავებულ ვითარებაშია მარსელო. მას ფერლან მენდის კარგ დუბლიორად არ მიიჩნევენ, მაგრამ ბრაზილიელი "რეალის" ერთ-ერთ კაპიტნად რჩება. მარსელოს შეუძლია იანვარშივე განიხილოს სხვა კლუბების წინადადებები, ან ივნისს დაელოდოს.