ავტორიზაცია

შავი სია შედგენილია — 6 ფეხბურთელი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ რეალს დატოვებს

შავი სია შედგენილია — 6 ფეხბურთელი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ რეალს დატოვებს
თარიღი 08 Nov 2021, 11:15

"რეალმა" სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ერთდროულად 6 ფეხბურთელი გაუშვას, რომელთა კლუბში დარჩენაც ეკონომიკურად მიზანშეუწონელია.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, საუბარია ლუკა იოვიჩზე, მარსელოზე, ხესუს ვალიეხოზე, გარეტ ბეილზე, ისკოსა და სავარაუდოდ, ედენ აზარზე. ამ უკანასკნელის მადრიდში ჯერ კიდევ სჯერათ, მიუხედავად ტრავმებისა.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ ყველა ეს ფეხბურთელი წავა, მადრიდელები წელიწადში 54 მილიონ ევროს დაზოგავენ, რისი წყალობითაც "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეძენას და ვინისიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებენ.

აზარი და ბეილი ხელფასის სახით წლიურად 15-15 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, ისკო და მარსელო - 8-8 მილიონს, იოვიჩი - 5 მილიონს, ვალიეხო კი - 3 მილიონს ("რეალში" მასზე ცოტას მხოლოდ მეკარე ანდრეი ლუნინი იღებს).

რაც შეეხებათ ისკოს, მარსელოსა და ბეილს, ეს ფეხბურთელები სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტები ხდებიან.