კასანო: "რონალდუმ მომწერა და მეტი პატივისცემის გამოჩენა მთხოვა, მაგრამ ჯობია მესის მიბაძოს"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ თქვა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსგან შეტყობინება მიიღო მას შემდეგ, რაც იგი საჯაროდ გააკრიტიკა.
"რონალდუმ მომწერა, მეტი პატივისცემის გამოჩენა მთხოვა, რადგან ამდენი მოიგო და გაიტანა. სიმართლის თქმის არ მეშინია, მზად ვარ შევხვდე მთელ მსოფლიოს - რომის პაპიდან პლანეტის უკანასკნელ ადამიანამდე".
"ბუფონს დავურეკე, რათა გამეგო, როგორ გაიგო კრიშტიანუმ ჩემი ნომერი და როგორც მითხრა, პრესსამსახურის თანამშრომელს მისცა, ამ უკანასკნელმა კი რონალდუს გადასცა. რონალდუს უნდოდა ჩემთვის ეთქვა, მან 750 გოლი გაიტანა, მე კი 150".
"მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ძვირფასო კრიშტიანუ, შენ ყველაფერი გაქვს. იცხოვრე მშვიდად, ჩემთვის შეტყობინებების გამოგზავნის ნაცვლად. მესისგან უნდა აიღო მაგალითი, მას არაფერი ადარდებს".
"ჯიჯიმ და კიელინიმ იციან, რომ მან გამაბრაზა. მაგრამ როგორ მიდის შენი საქმეები? რაშია შენი პრობლემა?", - ციტირებს კასანოს სიტყვებს Corriere dello Sport.
კასანო: "საკმარისია ეს დრამები, რონალდუ ისტორიაში საუკეთესო კი არა, ხუთეულშიც არ შედის"