"ნეიმარმა 10-იანი შემომთავაზა, ამას ველოდი კიდეც", - მესიმ განმარტა, თუ რატომ აირჩია 30 ნომერი პსჟ-ში
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განმარტა, თუ რატომ აიღო პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ 30 ნომერი.
"ათიანი ნეიმარს ჰქონდა. ახალ გუნდში დასახმარებლად მოვედი. ჩემთვის ნომრის შემოთავაზება - მისი მხრიდან წარმოუდგენელი ჟესტია. ამას ველოდი, რადგან ნეიმარს ვიცნობ. "ბარსელონაში" ერთად ვთამაშობდი და დავმეგობრდით".
"გადავწყვიტე, რომ სამართლიანი იქნებოდა, თუ ნეიმარი 10 ნომერს შეინარჩუნებდა. ამიტომაც ის ავირჩიე, რომელიც მომწონს", - თქვა მესიმ France Football-თან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ, რამდენინე დღის წინ, 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში თავისი მე-7 "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა.
მესი "პარი სენ ჟერმენს" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კატალონიის "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.