მესი: "არასოდეს მითქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, ამაზე არც კი მიფიქრია"
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მეშვიდე "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
"არასოდეს მითქვამს, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ-თქო. ამაზე არც კი მიფიქრია. ის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს მიწოდებენ, უკვე საკმარისზე მეტია. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი".
"ეს არ მაინტერესებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, გთვლიან თუ არა საუკეთესოდ და ეს არც არასოდეს მდომებია".
"არასოდეს მომწონდა კუმირობა ან რჩევების მიცემა. ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძოდი. თავიდან პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, შემდეგ პროგრესისთვის და ყოველ წელს ახალი მიზნების მიღწევისთვის ვიბრძოდი".
"ასეთ მომენტებში ცოტა იღბალი არსებობს. მჯერა, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ჩემს თავს ეს ყველაფერი მომხდარიყო", - თქვა მესიმ France Football-თან ინტერვიუში.