პარიზიდან აბარგება გარდაუვალია? — პსჟ ინგლისურ კლუბს იკარდის შეძენას სთავაზობს

"პსჟ" მზად არის თავდამსხმელ მაურო იკარდის შეელიოს და მისი გადაბირება "ნიუკასლს" შესთავაზა, წერენ ფრანგულ მედიაში.
28 წლის არგენტინელს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში მაურომ "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
აქამდე, პარიზელთა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მე-7 "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ წვეულება მოაწყო და ღონისძიებაზე ყველა თანაგუნდელი მიიწვია, თავიანთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ იქ იკარდი და მისი მეუღლე, ვანდა ნარა არ გამოჩენილან.
მესის იკარდის მიწვევაც უნდოდა, მაგრამ ორი არგენტინელი ამის წინააღმდეგი იყო - ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი.
ვანდა ნარა: "იკარდიმ მითხრა, რომ ფეხბურთიდან წავიდოდა, თუ განვქორწინდებოდით"