ლაპორტა ადასტურებს: "ფერანი იმ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ვაკვირდებით"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ფერან ტორესისადმი ინტერესი დაადასტურა.
"ფერანი იმ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ვაკვირდებით. თუმცა, ჩვენს სიაში სხვა მოთამაშეებიც არიან. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".
"ხავიმ გუნდის გაძლიერება მოგვთხოვა, მაგრამ ახლა სახელფასო ჭერთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ასე რომ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია, თუმცა კლუბი ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Goal.
2021/22 წლების სეზონში ტორესმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, 21 წლის ესპანელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.