ავტორიზაცია

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი დასრულდა - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ განვლილი ჩემპიონატის შესახებ

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი დასრულდა - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ განვლილი ჩემპიონატის შესახებ
თარიღი 04 დეკ 2021, 20:49

საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულდა. გუშინ და დღეს ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის დაკსვნითი ხუთი შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის "დინამომ" საჩემპიონო ზეიმი გორის "დილასთან" ნათამაშები ფრეს შემდეგ აღნიშნა. ორი ტურით ადრე განაღდებული ჩემპიონობის შემდეგ, აჭარლებმა 2:2 ითამაშეს.

ვიცე-ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" სეზონი დაასრულდა აგრეთვე უხვგოლიანად, დედაქალაუქ დერბიში მეზობელი "ლოკომოტივი" ანგარიშით 3:2 იქნა დამარცხებული.

არც დანარჩენმა მატჩებმა ჩაიარა სანახაობის გარეშე - ქუთაისის "ტორპედომ" გაანადგურა წყალტუბოს "სამგურალი" (4:1), "საბურთალომ" "სამტრედია" (5:1), 10-კაციანმა "თელავმა" კი აგრეთვე 10-კაციანი ქობულეთის "შუქურა" დაამარცხა (2:1). დასრულებული სეზონის ყველა შედეგი ქვემოთ:

ჩემპიონი/ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური - ბათუმის "დინამო"

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური - თბილისის "დინამო", გორის "დილა"

დაქვეითდა ლიგა 2-ში - "სამტრედია"

აღზევდა ეროვნულ ლიგაში - ბოლნისის "სიონი"

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის წყვილები - მარტვილის "მერანი"-ქუთაისის "ტორპედო", "გაგრა"-ქობულეთის "შუქურა"

გუნდები, რომლებმაც გაიტანეს ყველაზე მეტი და ცოტა გოლი - ბათუმის "დინამო" (73), ქობულეთის "შუქურა" (28)

გუნდები, რომლებმაც გაუშვეს ყველაზე მეტი და ცოტა გოლი - ბათუმის "დინამო" (27), "სამტრედია" (76)

საუკეთესო ბომბარდირი - ზორან მარუშიჩი 15 გოლი (თბილისის "დინამო")

საუკეთესო ასისტენტი - ზორან მარუშიჩი 8 გოლი (თბილისის "დინამო")

ყველაზე მეტი მშრალი მატჩი - ლაზარე კუპატაძე 16 (ბათუმის "დინამო")