ხავი: "გოლი მაინც და მაინც იმ მომენტში გავუშვით, როცა ყველაზე კარგად ვმოქმედებდით"
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „ბეტისთან“ საშინაო მარცხი შეაფასა.
„ვფიქრობ, გოლი გავუშვით იმ მომენტში, როცა ყველაზე კარგად ვთმაშობდით. მეტოქის კონტრშეტევები უკეთ უნდა შევაჩეროთ. ზოგჯერ ტაქტიკაზე უკეთ უნდა ვიფიქროთ. არადა, ვიცოდით, რომ „ბეტისს“ კარგი კონტრშეტევები ეხერხება.
20-25 წუთი ძალიან კარგად ვმოქმედებდით. ძალიან სამწუხაროა, მიმაჩნია, რომ ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, მარცხი - ძალიან დასანანი შედეგია. მტკივნეულია ასე წაგება, მითუმეტეს საკუთარ კედლებში. მაგრამ ეს ფეხბურთია.
„ვილიარეალთან“ მატჩში ჩვენ ვიტანჯებოდით, მაგრამ მოვიგეთ, დღეს კი პირიქით მოხდა. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც მეორე ტაიმში, მაგრამ უფრო ჭკვიანურად ვიმოქმედოთ მეტოქის კონტრშეტევების დროს.
გუნდმა დღეს წაგება არ დაიმსახურა და ეს მაღელვებს. მუშაობა და თამაშის დახვეწა უნდა გავაგრძელოთ.
არ შეიძლება ასეთი გოლების გაშვება. ანგარიშის გათანაბრებისთვის ცოტა დრო გვქონდა დარჩენილი და ვწუხვარ, რომ ქულა მაინც ვერ დავაგროვეთ. მეორე ტაიმში მოგებაც კი შეგვეძლო.“ - აღნიშნა ხავიმ.