ჰოლანდი ბაიერნთან მარცხზე: "სკანდალური მატჩი იყო, მსაჯმა ამპარტავნული პასუხი გამცა"

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგის მე-14 ტურში "ბაიერნთან" (2:3) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
ბორუსიელთა ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა არბიტრების მუშაობა გააკრიტიკა.
"ვფიქრობ, სკანდალური მსაჯობა იყო. როისზე სუფთა პენალტი არ დაინიშნა. მსაჯს ვკითხე: "რატომ არ უყურებთ ვიდეოგამეორებას?".
"მიპასუხა: "ამის საჭიროება არ არის", ისე ამპარტავნულად... არა, ცოტა დამშვიდება მჭირდება", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Bayern & Germany.
შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირების მთავარი არბიტრი ფელიქს ცვაიერი გახლდათ.