ავტორიზაცია

ჰოლანდი ბაიერნთან მარცხზე: "სკანდალური მატჩი იყო, მსაჯმა ამპარტავნული პასუხი გამცა"

ჰოლანდი ბაიერნთან მარცხზე: "სკანდალური მატჩი იყო, მსაჯმა ამპარტავნული პასუხი გამცა"
თარიღი 05 დეკ 2021, 14:20

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგის მე-14 ტურში "ბაიერნთან" (2:3) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ბორუსიელთა ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა არბიტრების მუშაობა გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, სკანდალური მსაჯობა იყო. როისზე სუფთა პენალტი არ დაინიშნა. მსაჯს ვკითხე: "რატომ არ უყურებთ ვიდეოგამეორებას?".

"მიპასუხა: "ამის საჭიროება არ არის", ისე ამპარტავნულად... არა, ცოტა დამშვიდება მჭირდება", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირების მთავარი არბიტრი ფელიქს ცვაიერი გახლდათ.