ავტორიზაცია

VIDEO: გოოოოლ! აბუაშვილმა პორტუში დუბლი გაიფორმა

თარიღი 05 დეკ 2021, 14:54

პორტუგალიის 19-წლამდე ჩემპიონატის მე-16 ტურში პორტუსა და ოლივერენსეს მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით, 8-0 დასრულდა.

გიორგი აბუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და ლისაბონელთა მაისურით პირველი გოლები გაიტანა. 48-ე წუთზე გატანილ სადებიუტო გოლს, 66-ე წუთზე მეორე გოლიც მოაყოლა.

გიორგი აბუაშვილი პორტუმ 2021 წლის ივნისში დინამო თბილისიდან 240,000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

18 წლის ფეხბურთელი გასულ კვირას პორტუ B-ს შემადგენლობაშიც მოხვდა, თუმცა სათამაშო წუთები არ მისცემია.