მოურინიო ჟურნალისტს: "თქვენი სამუშაო ჩვენსაზე ბევრად მარტივია, ამიტომაც უფრო მეტს ვშოულობთ"
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუშინდელი მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდები "ინტერთან" (0:3) გამართა.
"თქვენი სამუშაო ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი, ამიტომაც უფრო მეტს ვშოულობთ", - უთხრა ჟოზემ იმ ჟურნალისტებიდან პირველს, რომელსაც კითხვის დასმა უნდოდა.
ამის შემდეგ, მოურინიომ მოკლე მონოლოგი წარმოთქვა და პრესკონფერენციაც დატოვა.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში "რომა" 25 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
"სერია ა-ში ყველაზე არადისციპლინირებული გუნდი გვყავს", - მოურინიო ინტერთან განადგურების შემდეგ