კასანო ოქროს ბურთზე: "2020 წელს ლევანდოვსკისთვის უნდა მიეცათ, მესიმ ეს პირდაპირ სცენიდან თქვა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა.
"2020 წელს France Football-ს "ოქროს ბურთი" რობერტ ლევანდოვსკისთვის უნდა გადაეცა, რადგან უძლიერესი ფეხბურთელი იყო, რაც შესამჩნევი გახლდათ".
"ყველაზე მაღლა იდგა, ყველა ტიტული მოიგო და გერდ მიულერის რეკორდიც დაამხო (ეს 2021 წლის მაისში მოხდა - შეხს.)".
"2020 წელს "ოქროს ბურთისთვის" მხოლოდ ლევანდოვსკი იბრძოდა და მესიმ - ჭკვიანმა ბიჭმა, უნიკალური თავმდაბლობით - ეს პირდაპირ სცენიდან თქვა", - ციტირებს კასანოს სიტყვებს Goal.com.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს France Football-მა ჯილდო არ გასცა - 33 წლის პოლონელს იმ დროისთვის საკლუბო დონეზე ყველა ტიტული ჰქონდა მოგებული.
კასანო: "რონალდუმ მომწერა და მეტი პატივისცემის გამოჩენა მთხოვა, მაგრამ ჯობია მესის მიბაძოს"