პირველი გერმანელი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც პრემიერ ლიგაში თავისი სადებიუტო მატჩი მოიგო

დღეს, 5 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-15 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ 1:0 მოუგო.
„არწივების“ წინააღმდეგ გამართული მატჩი „ემიუს“ ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, რალფ რანგნიკისთვის სადებიუტო გამოდგა.
OptaJoe-ს ინფორმაციით, რანგნიკი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც თავისი სადებიუტო მატჩის მოგება მოახერხა.
აქამდე, მსგავსი რამ ვერ მოახერხეს ფელიქს მაგატმა, იურგენ კლოპმა, იან ზივერტმა, დანიელ ფარკემ და თომას ტუხელმა.