ავტორიზაცია

"როცა ერთად ვთამაშობდით, მოედანზე სულ მას ვეძებდი", - პედრიმ მესიზე ისაუბრა

"როცა ერთად ვთამაშობდით, მოედანზე სულ მას ვეძებდი", - პედრიმ მესიზე ისაუბრა
თარიღი 05 დეკ 2021, 21:49

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრიმ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა.

„ლეოსთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა. სულ ვიმეორებ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა.

როცა ერთად ვთამაშობდით, მოედანზე სულ მას ვეძებდი. შენ ბევრი კითხვები არ გიჩნდება, უბრალოდ წინასწარვე იცი, რომ ის ყველაფერს ზუსტად და კარგად გააკეთებს.“ - აღნიშნა პედრიმ.

მესი და პედრი ერთად გასულ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით თამაშობდნენ, შემდეგ კი არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით „პსჟ-ში“ გადავიდა.