ავტორიზაცია

"მანჩესტერში მეწვრილმანე და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანების მენტალიტეტი აქვთ", - იბრაჰიმოვიჩი

"მანჩესტერში მეწვრილმანე და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანების მენტალიტეტი აქვთ", - იბრაჰიმოვიჩი
თარიღი 06 დეკ 2021, 11:02

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გატარებული პერიოდი გაიხსენა, სადაც ის 2016-2018 წლებში თამაშობდა.

"ერთი რამ გამიკვირდა: ყველა ფიქრობს მანჩესტერ იუნაიტედზე, როგორც ტოპ კლუბზე, მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს და ძლიერ კლუბზე და გარედან ჩანს, რომ ეს ასეა. მაგრამ როცა იქ მივედი, მეწვრილმანე და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანების მენტალიტეტი დამხვდა.

ერთხელ მატჩის წინ გუნდთან ერთად სასტუმროში ვიყავი. წყურვილი ვიგრძენი, მინი ბარი გავხსენი და ხილის წვენი დავლიე. ვითამაშეთ და მერე სახლში წავედით.

დრო გავიდა. ჩემი ხელფასი მოვიდა. მე ჩვეულებრივ არ ვუყურებ მას. ამას მხოლოდ წლის ბოლოს ვაკეთებ შემოსავლებისა და ხარჯების დასადგენად, მაგრამ იმ დროს, არ ვიცი რატომ, დავინტერესდი და მივხვდი, რომ თვიური ხელფასიდან ერთი ფუნტი ჩამოწერეს.

გუნდის მენეჯერს დავურეკე: "მაპატიე, ფუნტი რატომ ჩამომიქვიტე ხელფასიდან?" მან თქვა: "ეს არის მინიბარის ხილის წვენისთვის." "სერიოზულად მეხუმრები?", - ვიკითხე.

"არა. აი, თუ რამეს შეუკვეთავ, უნდა გადაიხადო", - მიპასუხა მენეჯერმა. რა თქმა უნდა, მაგრამ სასტუმროში ჩემი ნებით არ მოვსულვარ. შვებულებაში არ ვყოფილვარ.

ეს ჩემი სამუშაო ადგილია. თუ მწყურია, უნდა დავლიო, ამის უფლება მაქვს. მინდორზე გაუწყლოებული გასვლა არ შემიძლია. დაიჯერებ? მსგავსი რამ იტალიაში არასოდეს მოხდება.

ეს ის ნიუანსია, რომელიც მნიშვნელოვანია და მოთამაშეების პატივისცემას იწვევს. ყოველდღე მთხოვდნენ საბუთების ჩვენებას ბაზაზე მისასვლელად. ფანჯარას ვწევდი და ჭიშკართან მყოფ მამაკაცს ვეუბნებოდი:

"მისმინე, მეგობარო, უკვე ერთი თვეა, აქ ყოველდღე მოვდივარ. მე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ თუ მაინც ვერ მიცნობ, მაშინ არასწორ სამსახურში ხარ", - წერს შვედი თავის ავტობიოგრაფიაში.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე კარი მშრალად 8 თვის შემდეგ პირველად შეინახა