ავტორიზაცია

"მილანში ცხოვრების ბოლომდე თამაშის იმედი მაქვს", - იბრაჰიმოვიჩი

"მილანში ცხოვრების ბოლომდე თამაშის იმედი მაქვს", - იბრაჰიმოვიჩი
თარიღი 06 დეკ 2021, 10:37

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბთან ახალი შეთანხმების მიღწევის ალბათობა შეაფასა. მოქმედი კონტრაქტი გათვლილია 2022 წლის 30 ივნისამდე.

"ვგრძნობ, რომ ჩემი კონტრაქტი თითქოს არასოდეს დასრულდება. დაე, მილანის ხელმძღვანელობა ზეწოლის ქვეშ იყოს ჩემი ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს, აქ სამუდამოდ დავრჩები და ვითამაშებ სწორედ მილანში", - თქვა 40 წლის შვედმა Che tempo che fa შოუში. სერია A-ს სეზონში 9 მატჩში ზლატანმა 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე დავმატებთ, რომ "როსონერიში" დაბრუნების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა საერთო ჯამში ჩაატარა 59 შეხვედრა, რომელშიც საერთო ჯამში 34 გოლის გატანა მოახერხა.

VIDEO: მშვიდი გამარჯვება - მილანი სერია ა-ში გალიდერდა