VIDEO: ზიდანის თავური და წითელი - ქოჩორაშვილი ესპანეთში სკანდალში გაეხვა
ლევანტე 2 ესპანეთის ქვედა დივიზიონის ტურის მატჩში გრანადა 2-ს ეთამაშა. შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილისთვის სკანდლაური გამოდგა.
77-ე წუთზე ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი პროვოკაციაზე წამოაგეს, რასაც 22 წლის შუახაზელის მხრიდან ზიდანის თავური მოჰყვა, მსაჯმა ქართველს ეგრევე წითელი ბარათი უჩვენა.
გიორგი ქოჩორაშვილს ბოლო თვეებში ისედაც არ უწევდა ტრავმის გამო თამაში. 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და წარუმატებლად.