ავტორიზაცია

კარიმ ბენზემა შემოწმება ჩაუტარდა - რამდენს გამოტოვებს რეალის ლიდერი?

კარიმ ბენზემა შემოწმება ჩაუტარდა - რამდენს გამოტოვებს რეალის ლიდერი?
თარიღი 06 დეკ 2021, 16:11

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, „რეალ სოსიედადთან“ მატჩში მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ერთ კვირას გამოტოვებს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული პრობლემები ვერ დაადასტურა და ბენზემა მწყობრში მალე უნდა დაბრუნდეს.

მიუხედავად ამისა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ბენზემა „ინტერთან“ ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს, რომელშიც „რეალს“ მილანურ გუნდთან ჯგუფში პირველი ადგილის ბედი ექნება გასარკვევი.

გარდა ამისა, ეჭვქვეშ დგას ბენზემას მონაწილეობა 12 დეკემებრს გასამართ მადრიდულ დერბიში, როცა „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

„სოსიედადთან" მატჩში ბენზემამ მოედანი მე-17 წუთზე დატოვა, მის ნაცვლად გამოსულმა ლუკა იოვიჩმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.