კლოპმა სალაჰის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
"ვმუშაობთ. მოლაპარაკებები კონტრაქტზე - ეს არ არის შუადღის შეხვედრა ფინჯანი ჩაის მირთმევის შემდეგ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი, ჯეიმს პირსი.
29 წლის ეგვიპტელ სუპერვარსკვლავს მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სალაჰმა 13 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მოგეხსენებათ, აფრიკელი შემტევი "ლივერპულს" 2017 წლის ზაფხულში "რომადან" შეუერთდა.