პსჟ-ს ყატარელი მფლობელები პარიზულ კლუბში ზიდანისა და ვენგერის გაერთიანებას გეგმავენ
"რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი "პარი სენ ჟერმენის" ჩაბარების ვარიანტს არ გამორიცხავს.
ფრანგმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელებთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.
ამასთანავე, ზიდანი პარიზულ გუნდში "არსენალის" ექს-მწვრთნელ არსენ ვენგერთან ერთად მუშაობის წინააღმდეგი არ არის. ასეთ შემთხვევაში, თავად ზინედინი გუნდის დამრიგებელი იქნება, არსენი კი კლუბის სტრატეგიული განვითარებით დაკავდებოდა, წერს Foot Mercato.
"პსჟ"-ს ყატარელი მფლობელებით ვენგერით აღფრთოვანებულები არიან და არაერთხელ მიიწვიეს კლუბის სტრუქტურაში. "პსჟ" მისი ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს. ზიდანის შესაძლო მოსვლა კი ამის ერთ-ერთი წინაპირობაა.
ამ დროისთვის, 72 წლის ვენგერი ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.