ავტორიზაცია

პსჟ-ს ყატარელი მფლობელები პარიზულ კლუბში ზიდანისა და ვენგერის გაერთიანებას გეგმავენ

პსჟ-ს ყატარელი მფლობელები პარიზულ კლუბში ზიდანისა და ვენგერის გაერთიანებას გეგმავენ
თარიღი 06 დეკ 2021, 21:54

"რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი "პარი სენ ჟერმენის" ჩაბარების ვარიანტს არ გამორიცხავს.

ფრანგმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელებთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.

ამასთანავე, ზიდანი პარიზულ გუნდში "არსენალის" ექს-მწვრთნელ არსენ ვენგერთან ერთად მუშაობის წინააღმდეგი არ არის. ასეთ შემთხვევაში, თავად ზინედინი გუნდის დამრიგებელი იქნება, არსენი კი კლუბის სტრატეგიული განვითარებით დაკავდებოდა, წერს Foot Mercato.

"პსჟ"-ს ყატარელი მფლობელებით ვენგერით აღფრთოვანებულები არიან და არაერთხელ მიიწვიეს კლუბის სტრუქტურაში. "პსჟ" მისი ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს. ზიდანის შესაძლო მოსვლა კი ამის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ამ დროისთვის, 72 წლის ვენგერი ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.