კლოპი ორიჯიზე: "თუ ლივერპულის ძირითადში ვერ ხვდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის არ ხარ"
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდში თავდამსხმელ დივოკ ორიჯის როლზე ისაუბრა.
"დაუჩივლია თუ არა ოდესმე სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრის გამო? დაჩივლება შესაფერისი სიტყვა არ არის, მაგრამ რამდენჯერმე მომმართა, გარკვეული რაღაცები განვიხილეთ".
"ჩემი აქ მუშაობის პერიოდში არყოფილა შემთხვევა, რომ დივოკ ორიჯი შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო, მე კი მოედანზე არ შემეშვა. უბრალოდ ცუდ მომენტებში ტრავმების გამო არ უმართლებდა".
"კარგად დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა, როცა "ევერტონთან" (2016 წელს) გამართულ მატჩში დივოკი მინდორზე უბრალოდ დაფრინავდა, სანამ ტრავმას მიიღებდა".
"მაშინ "დორტმუნდს" ვხვდებოდით და კითხვა გვიჩნდებოდა: "ეს როგორი თავდამსხმელია?" იქამდე რამდენიმე თვით ადრე "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" წავიდა რობერტ ლევანდოვსკი და მაშინ ყველა ამბობდა: "ღმერთო, ისინი ერთ დონეზე თამაშობენ!".
"მაგრამ შემდეგ იყო ტრავმა "ევერტონთან" მატჩში. ევროპა ლიგის ფინალისთვის მისი მკურნალობის დაჩქარება მოგვიწია. ასეთი რაღაცები კარიერისთვის შეუმჩნეველი არ რჩება".
"ეტაპობრივად გამოჯანმრთელდა, მაგრამ შემტევი ტრიო ჩამოგვიყალიბდა, სალაჰი-მანე-ფირმინოს სახით, დივი მათზე უკან იყო, მაგრამ თავისი როლი ჰქონდა, ასეთია ცხოვრება".
"თუ "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ხარ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.