ავტორიზაცია

დეპაი: "ბარსელონას სურს ბაიერნს რევანში აუღოს, ეს მატჩი ფინალის ტოლფასია"

დეპაი: "ბარსელონას სურს ბაიერნს რევანში აუღოს, ეს მატჩი ფინალის ტოლფასია"
თარიღი 06 დეკ 2021, 22:32

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბაიერნთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ამ თამაშისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად უნდა ვიყოთ მზად. ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასია. მაქსიმალური ინტენსივობით უნდა ვიასპარეზოთ, წინ 90 წუთი გვაქვს".

"ცხადია, ბევრი რამაა დამოკიდებული "ბენფიკას" შედეგზეც, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ჩვენი მატჩის მოგება ვცადოთ".

"რა თქმა უნდა, რევანშის აღება გვინდა, ალბათ, ეს ჩვენი ბოლო შანსია. ამ თამაშში ყველაფერი გადაწყდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საჭირო შედეგის დასაფიქსირებლად".

"ყველაფერი რწმენით იწყება. "ბარსელონა" ვართ, ამიტომაც ყველაფერი შესაძლებელია", - ციტირებს დეპაის სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, "ბარსამ" "ბაიერნთან" პირველი მატჩი სექტემბერში გამართა და "კამპ ნოუზე" 0:3 განადგურდა.