ავტორიზაცია

"შეუძლია თუ არა მბაპეს ვინისიუსის გვერდით თამაში?", - კაზემირომ საკუთარი აზრი გამოთქვა

"შეუძლია თუ არა მბაპეს ვინისიუსის გვერდით თამაში?", - კაზემირომ საკუთარი აზრი გამოთქვა
თარიღი 06 დეკ 2021, 23:18

"რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, კაზემირომ "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მიჭირს იმ ფეხბურთელზე საუბარი, რომელიც "რეალში" არ თამაშობს. მაგრამ დიდებული მოთამაშეა", - ციტირებს კაზემიროს სიტყვებს Goal.com. 

"შეუძლია თუ არა ვინისიუსის გვერდით ასპარეზობა? ვფიქრობ, მსოფლიოს ნებისმიერ ფეხბურთელთან თავსებადია. თუმცა ჩვენი გუნდის წევრი არ არის, ამიტომაც მასზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ", - დასძინა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, მბაპე "პსჟ"-ში 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას პარიზელებთან 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ზაფხულში 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე შეთავაზებას მადრიდის "რეალი" აკეთებდა, მაგრამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.