ავტორიზაცია

ზიეჩი: "ვიმედოვნებ, ერთ დღესაც აიაქსში დავბრუნდები, მაგრამ ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის"

ზიეჩი: "ვიმედოვნებ, ერთ დღესაც აიაქსში დავბრუნდები, მაგრამ ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის"
თარიღი 06 დეკ 2021, 23:45

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა განაცხადა, რომ სამომავლოდ "აიაქსში" დაბრუნებას ისურვებდა, სადაც ინგლისურ კლუბში გადაბარგებამდე ასპარეზობდა.

"ძალიან ვისურვებდი ერთ დღესაც "აიაქსში" დაბრუნებას. იქ შესანიშნავი დრო გავატარე. ეს არის ადგილი, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თუ დაბრუნება ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს აუცილებლად მოხდება".

"არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ვიმედოვნებ, "აიაქსში" დავბრუნდები, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული", - ციტირებს 28 წლის მაროკოელის სიტყვებს Goal.

ზიეჩი ამსტერდამული კლუბის ღირსებას 2016 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. ერთი წლის წინ იგი "ჩელსიში" 40 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ჰაკიმმა "არისტოკრატთა" მაისურით პრემიერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტიც მიითვალა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2025 წელს ეწურება.