ავტორიზაცია

ტიაგო სილვა: "პრემიერ ლიგა ევროპის ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია"

ტიაგო სილვა: "პრემიერ ლიგა ევროპის ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია"
თარიღი 07 დეკ 2021, 00:02

"ჩელსის" მცველმა, ტიაგო სილვამ ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "ვესტ ჰემთან" (2:3) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"იმაზე უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე "უოტფორდთან" მატჩში, მაგრამ ჩვენი დონის გუნდმა მეტოქეს ასე გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცეს, როცა თამაშს ჩვენ ვაკონტროლებთ. ამასთან შეგუება რთულია, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ".

"ეს ჩემპიონატი რთულია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ამ დროისთვის, განრიგი საკმაოდ გადატვირთულია, ბევრ ტრავმას აქვს ადგილი და არა მარტო "ჩელსისთვის", ეს ევროპის ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია".

"რაღაც უნდა შეცვალო და ამისათვის გადახდა გიწევს, სპორტის ეს სახეობა ინდივიდუალური არ არის, გუნდურია".

"თავი არ უნდა დავხაროთ, მომდევნო მატჩისთვის მზად ვიყოთ, რადგან ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა. მაგრამ შეგვიძლია მომავალზე მოვახდინოთ გავლენა", - ციტირებს სილვას სიტყვებს "არისტოკრატთა" ოფიციალური საიტი.